logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი დიმა ჯაიანზე: ქვეყნის დიდი გულშემატკივარი დავკარგეთ!
- +

12 დეკემბერი. 2017. 20:20

 


მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.


დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დადგება დრო და დიმა ჯაიანის ყველაზე დიდი ოცნება - აფხაზეთის დაბრუნება, აუცილებლად ასრულდება.

 

„ძალიან დიდი ხელოვანი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი დავკარგეთ. დიმა ჯაიანი იყო ყველგან, სადაც საქართველოს სჭირდებოდა. ქვეყნის მოამაგე კაცი იყო და ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ბევრნი აღარ არიან. მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო თავისი ყველაზე დიდი ოცნების ასრულებას - აფხაზეთში დაბრუნებას, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო და მისი ყველაზე დიდი ნატვრა, ოცნება და სურვილი ასრულდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner