logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არ შეიძლება, არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია
- +

20 აპრილი. 2016. 18:29


„ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება, არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, თვითონ ის ფაქტი, რომ ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება.


„ჩვენთვის არ არის უცხო საუბარი ოპოზიციასთან. უკვე რამდენიმე თვეა, მე არაერთი შეხვედრა მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, გავცემ ყველა კითხვას პასუხს. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება, არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, დღეს გამოქვეყნდაა ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრის გარეშე" ახალი რეიტინგი, რომლის თანახმადაც, საქართველომ 2012 წლის შემდეგ 36 საფეხურით გააუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით არაერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner