logo_geo
eng_logo
გია ჯაფარიძე: დიმა ჯაიანი იყო საქართველოს, საძმოს, სამეგობროს სიამაყე...
- +

12 დეკემბერი. 2017. 20:51



მსახიობი დიმა ჯაიანი, რომელიც 67 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მსახიობმა გია ჯაფარიძემ მუხრან მაჭავარიანის ლექსი გაიხსენა, რითიც გარდაცვლილი მსახიობის პიროვნება დაახასიათა.


„მუხრან მაჭავარიანს აქვს ერთი ლექსი:

„თავადი ცერზე მიმინოთი თავმომწონეთი,
ვისაც დროდადრო პეტრარკასი უყვარს სონეტი,
თავზე ზარქაშით თავზე ტურფა ჯიღათომარით
ტყიდან გამოდის ცხენზე მჯდომარე."

 

ეს იყო დიმა ჯაიანის სურათი. ის იყო საქართველოს, საძმოს, სამეგობროს სიამაყე, ნამდვილი მამულიშვილი, ძმა და მეგობარი", - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner