logo_geo
eng_logo
გიორგი გურგულია დიმა ჯაიანზე: ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და უდროოდ წავიდა ჩვენგან
- +

12 დეკემბერი. 2017. 21:07



მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.

მსახიობმა გიორგი გურგულიამ გარდაცვლილი კოლეგა გაიხსენა და აღნიშნა, რომ დიმა ჯაიანი ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო.

„დიმა იყო კეთილი კაცი, ძალიან მაგარი ბიჭი, უნიჭიერესი კაცი, გონებაგახსნილი, რადგან ამდენი ლექსი, ინფორმაცია, ადამიანების სახელები და გვარები ახსოვდა. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე უდროოდ წავიდა ჩვენგან", - აღნიშნა გიორგი გურგულიამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner