logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ახალგაზრდა წავიდა, მაგრამ ვალმოხდილი
- +

12 დეკემბერი. 2017. 21:16



მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.

 

თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა დიმა ჯაიანის ხსოვნას პატივი მიაგო  და აღნიშნა, რომ მისი სახელი საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება.


„მქონდა პატივი, მასთან ერთად ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტში. ახალგაზრდა წავიდა, მაგრამ ვალმოხდილი და ის ემახსოვრებათ მანამ, სანამ იარსებებს საქართველო და აფხაზეთი", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner