logo_geo
eng_logo
ომარ მხეიძე დიმა ჯაიანზე: ის საქართველოს ეროვნულ სულს ბერავდა!
- +

12 დეკემბერი. 2017. 21:19


 

მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.

ქორეოგრაფმა ომარ მხეიძემ დიმა ჯაიანი ასე გაიხსენა:

„ეს იყო ადამიანი რომელიც ეროვნულ სულს ბერავდა საქართველოს. ეს იყო ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის. უდიდესი პიროვნება, სულ მომართული იყო, რომ ეროვნულობაზე ესაუბრა. დიდი მსახიობი და მოღვაწე დავკარგეთ", - აღნიშნა ომარ მხეიძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner