ავტორი მარიამ ტატიშვილი
მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.
კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა გარდაცვლილი მსახიობი გაიხსენა. მისი თქმით, დიმა ჯაიანს კიდევ დიდი წვლილის შეტანა შეეძლო ხელოვნების განვითარებაში.
„მთელი საქართველოსთვის საწყენია მისი უდროოდ წასვლა. მას კიდევ ბევრი სასიკეთო რამის გაკეთება შეეძლო - ახალი როლებსა და თეატრსაც მიხედავდა. ენერგიული კაცი იყო, ძალიან ავტორიტეტული და ბევრ რამეს გააკეთებდა კიდევ", - აღნიშნა ვაჟა აზარაშვილმა.