logo_geo
eng_logo
ბესო ბერულაშვილი დიმა ჯაიანზე: ყველაზე მეტი ემოცია ქვეყნის სიყვარულში ეხარჯებოდა
- +

12 დეკემბერი. 2017. 21:52



მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.


მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა დიმა ჯაიანი ასე გაიხსენა:


„ყველაფერი საუკეთესო შეიძლება ამ ადამიანზე გაგახსენდეს. დიმა ჯაიანი იყო უდიდესი შემოქმედი, არაჩვეულებრივი პიროვნება, თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც ყველაზე მეტი ემოცია ეხარჯებოდა ქვეყნის სიყვარულში. განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო მისი ახალგაზრდებთან ურთიერთობა. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ მის გვერდით ვიცხოვრე და სცენაზე მასთან ერთად ვიდექი", - აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner