ავტორი მარიამ ტატიშვილი
მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ დიმა ჯაიანი ასე გაიხსენა:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ვეთხოვებით ერთ-ერთ გამორჩეულ პატრიოტს, ვაჟკაცს, მსახიობს შემოქმედს, კაცს, რომელთანაც მთელი ეპოქა ასოცირდება. უახლოეს ისტორიაში მსგავსი ენერგიისა და დადებითი მუხტის მქონე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, შემოქმედი იშვიათია. ვწუხვარ, რომ ვერ ასრულდა მისი ყველაზე დიდი ოცნება, რისთვისაც იხარჯებოდა და რაც მისი საზრუნავი იყო - ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობა", - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.