logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე პრემიერზე: მასზე სუფთა ადამიანი არ არსებობს!
- +

12 დეკემბერი. 2017. 23:29



„მაესტროს" ერთ-ერთმა მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა" გადაცემაში „რეაქცია" პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სუფთა ადამიანი უწოდა.

 

„ჩემი ბრალია და ვაღიარებ კიდევაც, არ უნდა მეთქვა, რომ ჩემი მეგობარი იყო. არ არის ასეთი ადამიანი, რომ რამეზე გისაყვედუროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგაზე სუფთა, მაგაზე კრისტალური ადამიანი არ არსებობს. მისმა თანაშემწემაც რომ მითხრა სასამართლოს გზით წავსულიყავი, გამიხარდა, რადგან იმ მომენტში ვერაფრით ვერ დამეხმარებოდა და არც მითხოვია. დააბრალებდნენ, თავის ძმაკაცს ეხმარებაო. ძალიან გამიხარდა, რომ ამ გზით წავედი, მაგრამ დღევანდელი განცხადება მეწყინა. ყოველ შემთხვევაში, არის მომენტები, სადაც მართალი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს",- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner