„ამ წვერებიანმა მე მგონი სტრესისგან აზროვნების ის უნარიც დაკარგა, რაც აქამდე ჰქონდა", - ამ სიტყვებით „ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის პოსტს სოციალური ქსელში ეხმაურება.
„მიშა პოროშენკოს გაურიგდა - გამოუშვეს მეთქი დავწერე.
ჩლუნგის გარდა, ყველა მიხვდებოდა რომ ირონიაა - ირონიაა სწორედ იმაზე, რომ გიგის სამწლიანი ციხის შემდეგ გამოშვება მონათლეს გარიგებად.
ჩლუნგის გარდა ყველა მიხვდებოდა, რომ მაგათ დავცინე.
და ეს ნახეთ - ეს დებილი...
P.S. რა ჩემი ნარატივი, მიშას ადვოკატს ნეტა არ უსმინა ციხიდან რომ გამოვიდა? სხვა ადვოკატი ვერ შეურჩია თუ ეგ ნარატივი აღიზიანებს? - ვალერიანი სვა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ბევრს ნერვიულობსო თავისი პირით ყვებოდა, მე რა შუაში ვარ? მე დავუქირავე?" - წერს ჩერგოლეიშვილი.