logo_geo
eng_logo
„გამოძიება გაყალბებულია!” – სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა
- +

13 დეკემბერი. 2017. 02:50


 

სოსო რობაქიძე ამბობს, რომ შვილის ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება გაყალბებულია. მისი თქმით, მომხდარი შემთხვევისას პირებს მანქანაში იარაღის ჩადება მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა უბრძანეს. ამასთან, სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად დღევანდელი სხდომა დატოვა.

 

„ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, გამოძიება თავიდან ბოლომდე გაყალბებულია და ყველაფერი, საერთოდ, თავიდან არის დასაწყები. ამ წუთში ვენდობი გამოძიებას, ვინაიდან აღნიშნული გამოძიება ამ პროკურორების დაწყებული არ არის. ეს ადრე დაწყებული გამოძიებაა. ვინც ამათ იარაღის ჩადება უბრძანა, ამაზე ბრძანება იყო ირაკლი ოქრუშვილის და ზურაბ ადეიშვილის. იარაღის ჩადებას გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ვერ გადაწყვეტდნენ, ვინაიდან ისინი ამ საქმისთვის ჭანჭიკები არიან. პროკურატურას შეეძლო, რომ ეს საქმე კიდევ გადაეხედა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner