logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: სააკაშვილი ან უკრაინას დატოვებს ან მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება!
- +

13 დეკემბერი. 2017. 02:56



უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით ახალ წლამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ან უკრაინას დატოვებს ან მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ეს განცხადება გენერალურმა პროკურორმა ცოტა ხნის წინ უკრაინულ „პიკის საათთან" წლის შემაჯამებელ ინტერვიუში გააკეთა.


უკრაინის მთავარი ბრალმდებლის ამ განცხადებას, წინ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უძღვოდა. სასამართლოს მიერ დარბაზიდან გათავისუფლებულ სააკაშვილს ორშაბათს პროკურატურაში ელოდებიან. უცნობია, ვინ განიხილავს საქმეებს, რომელიც უკრაინულ სასამართლოებში დეკემბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ამ დრისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს სულ 17 საქმე უკავშირდება, მათი ნაწილი სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ნაწილი კი მისმა ადვოკატებმა, საიმიგრაციო სამსახურის და პრეზიდენტ, პოროშენკოს წინააღმდეგ შეიტანეს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner