logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: თუ უკრაინის ხელისუფლება არ აღმოჩნდება დოყლაპია, სააკაშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს!
- +

20 აპრილი. 2016. 19:07


ოპოზიციაში გადასვლა და  უკრაინის ხელისუფლების დადანაშაულება კორუფციაში- ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით ეს ის სქემაა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოქმედებდა 2003 წელს და რომელი სქემითაც ის ახლა უკრაინაში მოქმედებას აპირებს.



„ამ სქემაზე მან კვესიტაძის გადაცემაში ისაუბრა კიდეც და თქვა, რომ ეს მისი ნაცადი ხერხია. ის იყო იუსტიციის მინისტრი, მერე წავიდა შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში  და მოაწყო რევოლუცია. ეს მოდელი გასაგებია და ამას არაერთ ინტერვიუში ვამბობდი კიდეც, რომ რა თანამდებობაც არ უნდა მიეცათ სააკაშვილისთვის, ის შეეცდებოდა პოპულისტური მეთოდებით რეიტინგი აეწია და მერე ოპოზიციაში წასულიყო. როგორც ჩანს, მას ამ მეთოდის განმეორება უნდა უკრაინაში, რაც საქართელოში თავის დროზე გააკეთა. ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლებაზე; თუ უკრაინის ხელისუფლება არ იქნება დოყლაპია, მაშინ სააკაშვილი და მისი გუნდი ძალიან ცუდად დაამთავრებს. თუ უკრაინის ხელისუფლება არ მიიღებს შესაბამის ზომებს, მიიღებს იმას, რაც მოხდა საქართველოში 2003 წელს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner