logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: სააკაშვილზე არსებული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად მზად ვართ FBI-ი ჩავრთოთ!
- +

13 დეკემბერი. 2017. 03:03


 

„არ ვეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას ბატონი სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე. ვერ წარმომიდგენია, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანი-აპატრიდი, მოქალაქეობის არმქონე, იჭრება ძალის გამოყენებით ქვეყნის საზღვარზე. ამასთან, მისი თანმხლები პირები სცემენ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს, ამის შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა ხელისუფლების დამხობის მიზნით მოძრაობის ორგანიზება, თანაც კურჩენკოს ფულით, ეს მტკიცებულებები ჩვებ წარვუდგინეთ სასამართლოს, ამის მიუხედავად, მოსამართლემ ის გაათავისუფლა", - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა მზად არის, მტკიცებულებების ავთენტურობის დასადასტურებლად FBI-სთან ითანამრშომლოს.

 

„ემოციებისგან თავს შევიკავებ და ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ ყველა ვიდეო, რომელიც ასახავს ფულის გადაცემას, ასევე, სააკაშვილის კურჩენკოსთან საუბარი არის ავთენტური. მზად ვართ, ჩავრთოთ FBI-ის ან სკოტლანდ-იარდის უცხოელი ექსპერტები იმისათვის, რომ მათ ჩვენს ექსპერტებთან ერთად შეამოწმონ ამ ფირების ნამდვილობა" - განაცხადა ლუცენკომ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner