logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი თვითმკვლელობით იმუქრება!
- +

13 დეკემბერი. 2017. 03:24



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი ციხეში დააბრუნებენ, შიმშილობას გააგრძელებს.


„უნიანის" კორესპონდენტის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა კიევში სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„თუ მე ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. მე ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უნდა იმსჯელონ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner