logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინა
- +

13 დეკემბერი. 2017. 10:48



„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული გ.ძ. გამოავლინეს და ამხილეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა ხაშურში, ოქტომბრის ქუჩაზე, მხილებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ფიჭვის ჯიშის ხის, უკანონოდ მოჭრილი, 22 სამმეტრიანი სამასალე მორი აღმოაჩინეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner