logo_geo
eng_logo
ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
- +

20 აპრილი. 2016. 20:48


77 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.


საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნაულია, რომ ის პირობები, რომელშიც ტერორისტი ანდრეს ბრეივიკი იმყოფება, არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც კრძალავს „არაადამიანურ ან დამამცირებელ სასჯელს".


გასულ თვეს ბრეივიკმა სარჩელში აღნიშნა, რომ მისი ხუთწლიანი იზოლაცია სამარტოო საკანში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს.


ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს ორმაგი ტერაქტის გამო იხდის სასჯელს, რასაც 77 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, 151 ადამიანი კი დაიჭრა. 2012 წელს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner