logo_geo
eng_logo
შსს-მ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
- +

13 დეკემბერი. 2017. 13:55



„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ფ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 11,607 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 6,07 გრამ ჰეროინს შეიცავს.

 

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ.გ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner