logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ბოლო კადრებში მიშა მართლაც ღრმა კაიფშია!
- +

13 დეკემბერი. 2017. 16:28



რადგან ჟურნალისტობაზე ჯერაც (აზროვნება არ მაძლევს უფლებას) არ ამიღია ხელი და რადგან ინფორმაციის (პირველ რიგში, საკუთარის) გაანალიზების უნარი კიდევ გამაჩნია, იძულებული ვარ, ის გითხრათ, რაც სხვებმაც კარგად იციან, მაგრამ მიზეზთა გამო დუმილს ამჯობინებენ!


ბოლო სატელევიზიო კადრებში მიშა მართლაც ღრმა კაიფშია, მაგრამ არა კოკაინის. ისე არავინ გაგიჟებულა, მისთვის კამერაში „საკაიფო" მიერთმია. „სახურავზე ასვლის" წუთიდან იგი ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გახლავთ და სწორედ ეს იქცა უკრაინის ხელისუფლებისა და სასამართლოს ყველაზე დიდ თავისტკივილად!


მისი, როგორც ჯანმრთელის გასამართლება, არსებული (ჯერ არაოფიციალური) დიაგნოზის გამო, შეუძლებელია. ამ დიაგნოზის დოკუმენტურად გაოფიციალურებას კი ის მოჰყვება, რაც ყველამ კარგად ვიცით! - დავიდარაბა და ყვირილი, რომ პოროშენკოს მთავრობას სააკაშვილის ავადმყოფად გამოცხადება უნდა! თუ უდიდესი სიამოვნებით ჩაიდენდა დღეს უკრაინის მთავრობა რაიმეს, ეს მიშას საქართველოში გამოგზავნა და მისი თავიდან მოცილებაა, მაგრამ ექსტრადიციაც სასჯელია და ისიც სასამართლოს ძალით და წაყენებული ბრალით უნდა მიესაჯოს. ეს კი ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან კანონი (ყოველ შემთხვევაში, დაწერილი სახით მაინც) ჯანმრთელისა და ავადმყოფის უფლებას ერთნაირად იცავს. აი, ეს არის მთელი ამ კატათაგვობანასა და გაუშვი-დაიჭირეს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მიზეზი და გარეგნულად გამოუვალი მდგომარეობაც.


რა თქმა უნდა, მე არ ვარ ის ერთი, ვინც ეს ყველაფერი იცის! უკრაინასა და საქართველოში რომ ვერც ერთი ოფიციალური პერსონა ამაზე ხმამაღლა ვერ და არ ილაპარაკებს, ამის მიზეზი ნათელი და ადვილად გასაგებია. თუმცა, არც ის გამოცანაა ძნელი ასახსნელი, რატომ დუმს ჩვენი „არაოფიციალური" პოლიტიკური სპექტრი?!

ასე რომ, ტრანკვილიზატორებით „დაკაიფებული" მიშა კიდევ კარგა ხანს ირბენს კიევის ქუჩებში. ხოლო, გადმოინაცვლებს თუ არა იქაური „მაიდნიდან" ჩვენს რუსთაველზე, ჯერ ამაზე და იმაზეც, სად დაამთავრებს - ციხის საკანში თუ... - „კვალიფიციურ მკითხავებსაც" არ აქვთ უეჭველი პასუხი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner