ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ „გირჩის“ ამბიცია პარლამენტში ფრაქციით შესვლასთან დაკავშირებით ყველაზე ჯანსაღია.
ამის შესახებ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„ისე, პარადოქსია, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში მგონი მხოლოფ "გირჩები" იძახიან, ფრაქციით შესვლა არის ჩვენი მიზანი არჩევნებზეო, დანარჩენი ყველა ხელისუფლებაში მოდის.
აუცილებლად უნდა შევაქო "გირჩები", რომ ადეკვატური საზომების გამოყენებას ცდილობენ, მიზნებიც უფრო რეალისტურია დეკლარირებული და მათი ამოცანებიც ამისათვის სავარაუდოდ უფრო რაციონალური იქნება.“