logo_geo
eng_logo
ჩაფიძის გულის ცენტრი თანამედროვე კარდიოლოგიის გამოწვევებს პასუხობს
- +

13 დეკემბერი. 2017. 18:45



2017 წლის 29-30 ნოემბერს ფარმაცევტული კომპანია „ნოვარტისის" ხელშეწყობით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი ნიკა ქურიძე ისრაელის ქალაქ რეჰოვოტში მდებარე კაპლანის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც,  მონაწილეობა მიიღო ტრენინგ-კურსში „გულის უკმარისობის მართვის საუკეთესო პრაქტიკა".


ნიკა ქურიძე: ტრენინგ-კურსის თემატიკა მოიცავდა გულის უკმარისობის როგორც მწვავე, ასვე ქრონიკულ შემთხვევებს, მათ მართვას ცალკეულ შემთხვევებში და სპეციფიკურ ჯგუფებში (როგორებიც მაგალითად ორსულები არიან). ეს ყველაფერი გულის უკმარისობის მართვასთან დაკავშირებით უახლესი გაიდლაინების განხილვის ფონზე მიმდინარეობდა.



- ნიკა, თქვენი სუბსპეციალობა რითმოლოგიაა, რა სიახლეები იყო ამ მიმართულებით?


- პროფესორი თეოდოროვიჩის (ნიკოლაი თეოდოროვიჩი, კარდიოლოგი, პროფესორი. სამუშაო ადგილი - აშშ. ინდიანას შტატი chapidzecenter.ge)   მოხსენება შეეხებოდა რითმოლოგიის როლს და რითმოლოგიურ კარდიომოწყობილობებს გულის უკმარისობის მართვის დროს, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო გახლდათ. უნდა აღვნიშნო, რომ ტრენინგ-კურსის მიმდინარეობისას მქონდა სიამაყის განცდა, რადგან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი აბსოლუტურად პასუხობს კარდიოლოგიის თანამედროვე გამოწვევებს, მკურნალობის მეთოდები კი ევროპის წამყვანი კლინიკების იდენტურია. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენს ცენტრში მკურნალობა გაცილებით იაფია.


- უმაღლეს ხარისხს 2016 წელს მიღებული KTQ-ს სერთიფიკატიც ადასტურებს..


- რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ რომ ამ სერთიფიკატის შესახებ ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა იცის და ბევრს მისი მიღება წარმოუდგენლადაც მიაჩნია. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ცენტრის მიმართ ყურადღება გაიზარდა. ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა ამ და სხვადასხვა ინტერესების ფონზე დიდი გამოცდილება მივიღეთ.  





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner