logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, აუცილებლად სწორი მოდელით
- +

13 დეკემბერი. 2017. 20:36



2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია


„ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და დებატების შედეგი უნდა იყოს ის მოდელი, რასაც სახელმწიფო აირჩევს. აქ უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. დიდი აზრთა გაცვლის შემდეგ უნდა ჩამოვყალიბდეთ მოდელზე, რომელიც საუკეთესოდ იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად არის დასაწყები, მაგრამ დასაწყები არის სწორი მოდელით.


„ამ მოდელზე კონსულტაციები, ბუნებრივია, გაგრძელდება, მაგრამ ეს რომ არ დავიწყოთ 2018 წელს, ამის არგუმენტი არ გვაქვს. ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ და უკეთესი იქნებოდა აქამდეც დაწყებულიყო. საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება, ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია. ნებისმიერი სხვა მოდელი, რაც კი ვინმემ სცადა, არ იყო წარმატებული. არ გვინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება. საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, მაგრამ სწორი მოდელი უნდა შეიქმნას. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც, რომ სოციალური უზრუნველყოფის მიღება საპენსიო რეფორმის გარეშე მოხდა, ოპოზიციის არგუმენტს აუცილებლად გავიზიარებ, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ დამისახელებთ. ყველა ქვეყანამ გააკეთა აღნიშნული რეფორმა. უნდა დავიწყოთ აუცილებლად სწორი მოდელით", - განაცხადა ბახტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner