logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ექსპორტის მიმართულებით წელს საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა
- +

13 დეკემბერი. 2017. 21:33



ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე.


როგორც მან აღნიშნა, სასაქონლო იმპორტი 3 ჯერ მეტია ექსპორტზე და ეს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.


„ამ მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს: ვაჭრობასა და მომსახურებაში  ექსპორტ-იმპორტის სალდო,  ფულადი ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მოგება.ეს უკანასკნელი არის ასევე, მინუსი მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, თუმცა, იმავდროულად იგი "შინაარსობრივად" არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოგებისდიდი ნაწილის რეინვესტირება ხდება. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელი კომპონენტის გამოკლებით შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს დავინიახავთ, რომ ჩვენ გვაქვს არა თუ (მიმდინარეანგარიშის) დეფიციტი, არამედ პროფიციტი მშპ-ის 2.7 პროცენტის ოდენობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდის შედეგად, სრულად ფინანსდება ტურიზმიდან და ფულადი ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებითა და უფრო მეტიც, აჭარბებს მას.

 

„ეს არის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმალურს ამ დინამიკის გასაძლიერებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner