logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: შემირცხვენია ის საქართველო, სადაც სააკაშვილის შეეშინდებათ!..
- +

14 დეკემბერი. 2017. 00:05


 

„შემირცხვენია ის საქართველო, სადაც სააკაშვილის შეეშინდებათ - პატიმრობაში თუ კარიერის ზენიტში..." - ამ სიტყვებით პოეტმა დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მაღრაძემ ასევე წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.

 

„ის, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხდა, არ იყო ადეკვატური პასუხი იმ სისასტიკეზე, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს...

 

ისე კი, გეთანხმებით, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ყოფილი კრიმინალების თავშესაფრად... მოკლედ, ეს იქცა ისეთ ფარდად, რაც უნდა კრიმინალური წარსული გქონდეს, თუ იქ შეასწარი, ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები. პრობლემაა, რომ ხშირად ვერ ხერხდება დამნაშავეებისთვის დანაშაულის დამტკიცება, რაც დიდწილად არაკვალიფიციურობის ბრალი მგონია, და ამ არაკვალიფიციურობით სავსეა ჩვენი დღევანდელობა... ასევე გრძელდება რიტუალური გარყვნილებაც, მე, მაგალითად, უზნეობა მგონია გაღატაკებულ ქვეყანაში უცხოელი მუსიკოსების ჩამოსაყვანად დახარჯული მილიონები...

 

კიდევ ერთი, რითაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამახსენა „ნაციონალური მოძრაობა", საყდრისის აფეთქებისას დავინახე ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების აფიშირებული უპატივცემულობა, რამაც მომაგონა ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის აფეთქება. ეს ორი ფაქტი ემოციურად დაუკავშირდა ერთმანეთს" - განაცხადა მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner