„საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის აქციები დამცირებაა უკრაინისთვის", - თვლის ქვეყნის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო.
მისივე თქმით, „სააკაშვილის მოძრაობის უკან დგას პოლიტიკური გათვლა, რომლითაც სარგებლობენ სახალხო დეპუტატები ხელისუფლებაში მოსახვედრად".
ოფიციალური კიევი უძლური აღმოჩნდა, გამკლავებოდა სიტუაციას და ამით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, - თვლის დეპუტატი.
„საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს უკრაინის დამცირებაა, დამცირება ქაოსში, კორუფციაში, განუკითხაობასა და ხელისუფლების უსუსურობაში", - განუცხადა უკრაინელ ჟურნალისტებს სავჩენკომ.