logo_geo
eng_logo
დავით უთმელიძე: 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი მორგებულია თბილისელებზე!
- +

14 დეკემბერი. 2017. 10:15



„ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრმა დავით უთმელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა, რომ 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებზეა მორგებული.


„2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოშია შესული და მალე დამტკიცდება, არის მორგებული ზუსტად თბილისელებზე, იმ დანაპირებებზე, რასაც წინაასაარჩევნოდ ჩვენი გუნდი მოსახლეობას პირდებოდა. მთლიანობაში ბიუჯეტი გაზრდილია", - განაცხადა დავით უთმელიძემ.


მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, სახელფასო ხარჯები შემცირებულია და ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სხვა პრიორიტეტებზე გადანაწილდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ეკოპოლიტიკაზე და სოციალურ პროგრამებზე.


თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით ჯანდაცვის პროგრამას ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტის დაემატა, რომელსაც დღეს „ბევრი ადამიანი ელოდება".









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner