სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პოლიციის აკადემიაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის აკადემიაში შეაღწია და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.