ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალ მანქანაში ჩაცხრილული პირი 1951 წელს დაბადებული, ე.წ. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაველ არძინბაა.
2017 წელს პაველ არძინბაზე ყოფილი „პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობისა და „დაცვის სახელმწიფო სამსახურის" ორი ოფიცრის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამავე წლის სექტემბერში ის ე.წ. გენერალურ პროკურატურას ჩაბარდა. არძინბა დაჰკითხეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-მ მანქანაში ჩაცხრილული მეორე პირის ვინაობაც დაასახელა. ის 1975 წელს დაბადებული დიმიტრი ხაგბაა, რომელიც, სავარაუდოდ, არძინბას მძღოლად მუშაობდა.
სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალ მანქანაში ორი პირი გუშინ ჩაცხრილეს.