logo_geo
eng_logo
რუსთავის მე-17 ციხის გუშაგს, რომელიც მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- +

14 დეკემბერი. 2017. 15:31



რუსთავის მე-17 დაწესებულების გუშაგს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.


„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს.

 

შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურებრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 2017 წლის 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" პუნქტით.

 

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner