logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა!
- +

14 დეკემბერი. 2017. 15:34

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.


„ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია. უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია? ეს ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება", - განაცხადა პუტინმა უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვაზე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner