საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესის მერობაზე ოცნებობს და უკრაინის პრეზიდენტობა არ სურს:
„იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და ოდესის მერი გავხდე. მე არ ვხუმრობ. ძალიან მინდა ოდესა „წამოვწიო". მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თამაშის წესები შეიცვლება", - განაცხადა სააკაშვილმა.