logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: გული მწყდება, რომ გროტესკული ჟანრი თქვენნაირ მსახიობებს კარგავს!
- +

14 დეკემბერი. 2017. 23:35


 

„ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში ნაძვის ხეზე ვსაუბრობთ და არ მოვდივართ იმაზე სასაუბროდ, თუ რა ხდება ციხეებში, როგორ აწამებენ ადამიანებს. არ მოვდივართ იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ ართმევენ ადამიანებს ქონებას, როგორ ექცევიან ადამიანებს და არ ვსაუბრობთ დარღვევებზე... ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხელისუფლების. ეს უკვე პოზიტივია", - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. შაქარიშვილმა ოპონენტს შეახსენა, რომ ერთ დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი თბილისის მოსახლეობა აიძულა პარტიული სიმბოლიკა - „მე მიყვარს თბილისი" ეყიდათ.


„ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პოზიტიური სლოგანი გახდეს ყველას სლოგანი. მინდა შეგახსენოთ ბატონო გოკა 2004 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა, საკუთარი პარტიული სიმბოლიკა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშად გამოაცხადა. გული მწყდება, რომ გროტესკული ჟანრი თქვენნაირ მსახიობებს კარგავს. მოსწონდა ვინმეს თუ არა, პარტიული სიმბოლიკის დროშად გამოცხადება, დღეს მას ყველა სიამაყით ვაფრიალებთ! 9 წელი საქილიკო არ არის, ტანში ჟრუანტელის წლებია და მე ის ახლა არ მიხსენებია ბატონო გოკა! „მე მიყვარს თბილისი" მაისურები შეგახსენოთ?! ის კერძო კომპანიის ბრენდინგში შეიყვანეთ და მთელი მოქალაქეები აიძულეთ ეყიდათ თქვენი პარტიული სიმბოლიკა, როგორიცაა „მე მიყვარს თბილისი". მიიხედეთ უკან, კონტექსტის რა ბექგრაუნდით მოდიხართ", - მიმართა შაქარიშვილმა გოკა გაბაშვილს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner