logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ჩვენ გარედან მართვას მივეჩვიეთ!..
- +

21 აპრილი. 2016. 00:04


„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთობას მივესალმები, თუ ეს გაერთიანება კონსტრუქციული დიალოგისკენ იქნება მიმართული, მაგრამ თუ ეს გამოყენებული იქნება დესტაბილიზაციისთვის და იმის დასაანონსებლად, რომ ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობენ, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია" - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.


მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად რეალობას აცდენილია.


"ჩვენ გარედან მართვას მივეჩვიეთ და დროა, არჩევნებთან და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის ადგილზე მიღწევას მივეჩვიოთ და არჩევნები ისე ჩავატაროთ, რომ კითხვის ნიშნები არა სადმე სხვაგან, არამედ მოსახლეობაში არ დარჩეს", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდის შეცვლას არ გეგმავს, მომავალ პარლამენტში მისი ყოფნა საჭიროა და არჩევნებზე მთელი პოლიტიკური გამა უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ამომრჩევლებმა მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალები აირჩიონ.


"ორი არჩევანი გვაქვსარჩევნებზე მთელი პოლიტიკური გამა უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ამომრჩევლებმა მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალები აირჩიონ, ან, გავაგრძელოთ მართვის ის სტილი, როცა ერთ კაცს ირჩევდნენ და მერე, ის ერთი კაცი ხალხის მიერ მიცემულ ძალაუფლებას ყველას უნაწილებდა. ზოგ შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური ძალების ლობირებაგარედანაც ხდებოდა. როცა ბიძინა ივანიშვილი ფლობდა მართვის სადავეებს, ეს ფორმა, ასე თუ ისე, მისაღები იყო, მაგრამ როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში გაურკვეველი თანაფარდობით დარჩნენ. ამ ძალებს ამომრჩევლის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდათ, რადგან ვინც ისინი მოიყვანა, უკვე გვერდზე იყო გასული და გამოდის, რომ თუ მათ ვინმემ  გარედან გაუწია რეკომენდაცია, იმათი დავალება უნდა შეესრულებინათ" - განაცხადა მეჭიაურმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner