logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად არ ავურჩევივართ
- +

15 დეკემბერი. 2017. 01:58


 

„ბატონი გოკა ჩვენ გვესაუბრებოდა თავისი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამით. ჩვენ არ ავურჩევივართ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას იმისთვის, რომ რებრენდინგჩატარებული „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებები შევასრულოთ",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. დედაქალაქის ბიუჯეტი 15 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.


„საზოგადოებამ ჩვენ აგვირჩია და მისცა იმ პროგრამას ხმა, რომლის შესრულებაც ჩვენ დავიწყეთ. როცა დედაქალაქის ბიუჯეტი 60 მილიონით გაიზარდა, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაფინანსოთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც საზოგადოებას ვესაუბრებოდით. ინფრასტრუქტურაში 320 მილიონი ლარი დაიხარჯება 2018 წელს",- განაცხადა შაქარიშვილი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner