logo_geo
eng_logo
ლევან ჯაფარიძე: ჩვენი პრიორიტეტია, რომ ბენეფიციარები აღარ არსებობდნენ!
- +

15 დეკემბერი. 2017. 02:09



„ლარი და 13 არის ტყუილი! ამ საკითხთან დაკავშირებით ვთანხმდებით, რომ ლარი და 18 ან ორი ლარიც არ არის ის თანხა, რაც ამ ადამიანებს ყოფნით. ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რომ ასეთი ადამიანები აღარ არსებობდნენ და არა 2 თეთრზე ან 3 თეთრზე ვივაჭროთ", - ამ სიტყვებით „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე უფასო სასადილოების საკითხს გამოეხმაურა. ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ ოპოზიცია საზოგადოებაში სიცრუეს ავრცელებს.


„უგულავას დროს იყო 9 მილიონი, ჩვენ გავხადეთ - 16 მილიონი. ყველაფერს ვეცდებით, რომ ასეთი ადამიანები საქართველოში ნელ-ნელა აღარ იყვნენ, ვინც მომლოდინე რეჟიმში იქნება, რომ საჭმელს დაელოდონ. ერთი ტყუილი ისაა, რომ ლარი და 13 არ არსებობს, მეორე ტყული კი ის არის, რომ კალაძეს არ შეუძენია სახალწლო განათებები... განათებები სანამ კალაძე მერი გახდებოდა მანამდე შეიძინა!" - განაცხადა ჯაფარიძემ.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner