logo_geo
eng_logo
პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეფორმებზე ისაუბრებს
- +

21 აპრილი. 2016. 00:41


ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის მთავარი თემები.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სათქმელი ბევრი აქვს და მოხარული იქნება, ამის შესახებ ევროპელი მეგობრების წინაშე ისაუბროს.


პრემიერ-მინისტრი ასევე მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს.


გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner