logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: კოდიფიცირებული უნდა იყოს ხიფათის შემცველი ინფორმაციები...
- +

15 დეკემბერი. 2017. 09:53


 

„არსებობს ონლაინ თამაშები, სადაცაა ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიყავს ადამიანი - კოდიფიცირებული უნდა იყოს ხიფათის შემცველი ინფორმაციები", - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.


 „არსებობს ქსელური ტიპის ონლაინ თამაშები, სადაცაა ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიყავს ადამიანი ასეთი ტიპის თამაშებს. მედიასივრცეშიც გაჟღერდა ასეთი ტიპის ქმედებები, თითქოს ეს იყო მიზეზი. ეს დადასტურებული არაა, მაგრამ მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში უკვე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. პრევენცია უნდა ჩავატაროთ. აქ მხოლოდ საკანონმდებლო პასუხისმგებლობა არაა, ოჯახს თავისი ფუნქცია აკისრია, ასევე სკოლას, მშობელს, რომელსაც ძირითადი მაკონტროლებელი როლი უნდა დავაკისროთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო არ აპირებს ცენზურის დაწესებას და კონტროლის დამყარებას ინტერნეტ სივრცეზე. ეს გამორიცხულია. ჩვენ ვსაუბრობთ არასრულწლოვნებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, რა თქმა უნდა კოდიფიცირებული უნდა იყოს.

 

ევროპაში წამყვანი ქვეყნები, თანხმდებიან იმაზე, რომ რაც მიუღებელია ინტერნეტის გარეთ, ის ინტერნეტშიც მიუღებელი უნდა იყოს. ეს პრაქტიკა ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს, მათ აქვთ ფილტრაციის მექანიზმები, ანუ კოდიფიცირებულია ხიფათის შემცველი ინფორმაციები და ეს კოდი ჩვენი აზრით, უნდა ჰქონდეს მშობელს. უნდა იყოს დიფერენცირებული, არ შეიძლება ერთ ასაკობრივ ჯგუფში ასაკრძალი ინფორმაცია ვრცელდებოდეს ყველა ასაკზე. ამისათვის უნდა არსებობდეს გაიდლაინები, ფილტრაციის მექანიზმები და ჩვენი ინიციატივა სწორედ ემსახურება იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე გავაკეთოთ ჩანაწერი, რომ პროვაიდერებს ჰქონდეთ ვალდებულება, ამ ტიპის ფილტრები დააყენონ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner