ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების პოზიცია ურყევია.
„ევროკავშირის ლიდერები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე დარეგულირებას და ხაზგასმით აღნიშნავენ იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის პოზიციის ურყეობას", - წერს დონალდ ტუსკი „Twitter"-ზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იერუსალიმის გარშემო შექმნილი სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, სოციალური, ეკონომიკური და თავდაცვითი საკითხები განიხილეს.