logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების პოზიცია ურყევია
- +

15 დეკემბერი. 2017. 11:19



ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების პოზიცია ურყევია.


„ევროკავშირის ლიდერები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე დარეგულირებას და ხაზგასმით აღნიშნავენ იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის პოზიციის ურყეობას", - წერს დონალდ ტუსკი „Twitter"-ზე.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იერუსალიმის გარშემო შექმნილი სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, სოციალური, ეკონომიკური და თავდაცვითი საკითხები განიხილეს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner