logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო იქცა დინამიურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ!
- +

21 აპრილი. 2016. 00:42


 

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25- წლისთავი აღინიშნება ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში, რომელიც ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უცხადებენ საქართველოს, იმ უმძიმესი წლების ჩათვლით, როდესაც უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.


გამოვთქვამთ გულწრფელ იმედს, რომ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა არამარტო გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება. ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორობის, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და კულტურის წყალობით, საქართველო იქცა დინამიურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან ერთად შესვა იმ ღირებულებებისა და პრინციპების სადღეგრძელო, რომლებიც ყველა ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროსაბჭოს წარმომადგენლები, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner