„თავისუფლების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარე ბესო კალაძე სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთი ჩამოშლილი და გაკოტრებული პარტია ჩასაფრებულია ყველაფერზე, რაც კი თბილისში კარგი კეთდება - მიდიან, უღებენ სურათებს, მაშინ, როდესაც მიდის სამუშაო პროცესი, შემდეგ ცრუდ ავრცელებენ სურათებს, ვითომ თბილისის მერიამ უყურადღებოდ დატოვა და არ დაასრულა საქმე. ფარჩაკები ხართ, საკრებულოს 5-კაციანო პარტიავ! თბილისი იქნება ევროპის მოწინავე ქალაქებს შორის. ფრთხილად, ბოღმით არ დაიხრჩოთ. თბილისმა აირჩია სიცოცხლით სავსე ქალაქი", - წერს ბესო კალაძე.