საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბრძოლაში, ყოველთვის წინა ხაზზე იყო. ჩუმად, თავმდაბლად, ყოველგვარი ხმაურის და PR-ის გარეშე აკეთებს საქმეს. ღირსეული პიროვნება, კარგი თანამებრძოლი, ჭეშმარიტი პროფესიონალი... წარმატებებს ვუსურვებ, გიორგის", - წერს ჩრდილელი.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს პირველი არხის ინფორმაციას, რომ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელებს.
მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდში ლილუაშვილის შემცვლელზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.
„დაგიდასტურებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადადის, რომელიც ძალიან კარგი კადრია და ის დაკისრებულ ვალდებულებას თავს ძალიან კარგად გაართმევს.
რაც შეეხება მის შემცვლელს, ამაზე მმართველი გუნდის შიგნით მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა", - განაცხადა მდინარაძემ.