ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
თსუ-ს საარჩევნო კომისიამ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა - ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, გიორგი ანდრიაძე და დარეჯან თვალთვაძე.
საარჩევნო პროცესს 16 ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. არჩევნებში სულ 1311 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.