„ახალ წელს შევხვდები ხალხთან ერთად გლდანში, ვარკეთილში და ძველ თბილისში"- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს 20:00 საათზე საზეიმოდ აინთო.
საზეიმო კონცერტები კი, 31 დეკემბერს თბილისში სამ ლოკაციაზე გაიმართება - გლდანში, ვარკეთილსა და ძველ თბილისში.