ამერიკის კინოაკადემიამ ცხრა ფილმის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებენ. ოსკარის shortlist -ში ვერ მოხვდა რეჟისორ ანა ურუშაძის ნამუშევარი - „საშიში დედა".
შერჩეული 9 ფილმიდან, საბოლოოდ ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ხუთი ფილმი შეირჩევა. ნომინანტთა საბოლოო სია 2018 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდება.