logo_geo
eng_logo
FIFA ესპანეთს მუნდიალიდან მოკვეთით ემუქრება
- +

16 დეკემბერი. 2017. 02:52



ესპანურ პრესაში უკვე მეორედ წერენ იმის შესახებ, რომ ესპანეთის ნაკრები, შესაძლოა, არ დაუშვან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. ამჯერად, მიზეზად სახელდება პოლიტიკური ჩარევა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში, - წერს გაზეთი El Pais.


FIFA-მ წერილი გაგზავნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, რომელშიც შეახსენა ამ ორგანიზაციას, რომ დაუშვებელია ქვეყნის მთავრობის ჩარევა ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანეთს ჩამოერთმევა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.


შეგახსენებთ, რომ კორუფციაში დადანაშაულებული ანხელ მარია ვილიარის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია ხუან პადრონი.


უფრო ადრე, ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთით დაემუქრნენ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ.


ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე B ჯგუფში ითამაშებს პორტუგალიასთან, მარკოსთან და ირანთან ერთად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner