logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: პოროშენკომ სააკაშვილს გეგმები შეუცვალა
- +

16 დეკემბერი. 2017. 13:01



„სააკაშვილს წამებულის გვირგვინის უნდოდა თავზე დაედგა, თუმცა, პოროშენკომ ეს გეგმები შეუცვალა. სხვათა შორის, მისი რეიტინგი ძალიან გაიზრდებოდა, ციხეში რომ ჩაესვათ", - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარემ სოსო შატბერაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას" ეთერში უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.


„ის, რაც უკრაინაში ხდება, დადგმული სპექტაკლია. სააკაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, 2 წელი ერთად ვმუშაობდით, თბილისის საკრებულოში, კაბინეტები გვერდი-გვერდ გვქონდა, ის თავის დროზე, ძალიან მოწადინებული იყო, რომ შევარდნაძეს დაეპატიმრებინა. რა აღარ ჩაიდინა, სიტყვიერადაც ლანძღა შევარდნაძე, რა ქვები აღარ ესროლა, მაგრამ არ დაიჭირა შევარდნაძემ. გულით უნდოდა წამებულის გვირგვინი დაედგა თავზე, აი ახლაც, ყველაფერი გააკეთა, რომ როგორმე პოროშენკოს დაეჭირა. პოროშენკომ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი ადამიანი, მიიღო და არამარტო მიიღო, არამედ ოდესის გუბერნიაც კი ჩააბარა, თავისი პორტით, სადაც ასეულობით მილიონობით ტვირთი შედის და გადის ყოველდღე. როცა სჭირდებოდა პოროშენკომ ფული აკეთებინა სააკაშვილს. მაგრამ როდესაც სააკაშვილი აცხადებს, მე ოლიგარქებს ვებრძვიო, მაშინ ოლიგარქმა პოროშენკომ რომ დაპატიჟა, რატომ არ თქვა უარი, რატომ არ თქვა, რომ მე ოლიგარქებთან არ ვთანამშრომლობო.

 

მოკლედ, სააკაშვილს ძალიან უნდოდა, რომ პოროშენკოს დაეჭირა. როგორც იქნა, სააკაშვილმა მიაღწია, ხან სახურავზე ძრომიალით, ხან მანქანიდან გაქცევით, ხან ათასი შეურაცხყოფით, რომ დაეპატიმრებინათ. როგორც იქნა, მიაღწია იმას, რომ ჩასვეს. მერე უკრაინის ჰიმნს მღეროდა შუშის გალიიდან, აქ მეგრულ სიმღერებს მღეროდა სანდრა რულოვსი. როგორც იქნა, ამ ყველაფერს მიაღწიეს და ბოდიში ახლა სლენგი უნდა ვიხმარო, „მაგარი შტუკა" გაუკეთა პოროშენკომ, ადგა და საერთოდ გამოუშვა. არავინ არ თქვას, რომ უკრაინული სასამართლო არის თავისუფალი, პოროშენკომ გამოუშვა. სააკაშვილს წამებულის გვირგვინის უნდოდა თავზე დაედგა, თუმცა პოროშენკომ ეს გეგმები შეუცვალა. სხვათა შორის მისი რეიტინგი ძალიან გაიზრდებოდა, ციხეში რომ ჩაესვათ. როდესაც გამოუშვეს, გაოგნებული იყო სააკაშვილი, რაღა ექნა არ იცოდა, თქვა, რომ ხალხის დამსახურებაა, ხალხის შეეშინდათ, ან უნდა ეღიარებინა, რომ უკრაინული სასამართლო თავისუფალია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში დიქტატურაა, ან უნდა აღიაროს, რომ მოსამართლეა თავისუფალი, ანუ ისეთ გამოუვალ ვითარებაში ჩავარდა, რომ სასაცილოდ გაიხადა თავი", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner