logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან უსამართლობას
- +

16 დეკემბერი. 2017. 14:53



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს სამარცხვინო გადაწყვეტილება გააუქმოს.


„მტკიცედ ვართ განწყობილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში. ჩვენ ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა გავაუქმოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. აშშ-მა იერუსალიმის შესახებ 1980 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება დაარღვია. მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი გაიზრდება ჩვენი ძალისხმევით", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner