უზბეკეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ შოთა არველაძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ამის შესახებ თავად არველაძე სოციალურ ქსელში წერს.
„უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა", - წერს არველაძე.